რა არის Fiverr და ვის სჭირდება იგი?
თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ ზუსტი წარმოდგენა, რა არის Fiverr, ეს პოსტი თქვენთვისაა!
Fiverr არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გლობალური Freelancing პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაყიდოთ თქვენი უნარები და სერვისები ადამიანებზე მთელ მსოფლიოში. აქ ყიდიან და ყიდულობენ ყველაფერს – გრაფიკულ დიზაინს, ტექსტების წერას, თარგმნას, ვიდეო მონტაჟს, პროგრამირებას, მარკეტინგს და კიდევ ბევრ სხვა მომსახურებას.